Následující text není historickou studií. Jedná se o převyprávění pamětníkových životních osudů na základě jeho vzpomínek zaznamenaných v rozhovoru. Vyprávění zpracovali externí spolupracovníci Paměti národa. V některých případech jsou při zpracování medailonu využity materiály zpřístupněné Archivem bezpečnostních složek (ABS), Státními okresními archivy (SOA), Národním archivem (NA), či jinými institucemi. Užíváme je pouze jako doplněk pamětníkova svědectví. Citované strany svazků jsou uloženy v sekci Dodatečné materiály.
Pokud máte k textu připomínky nebo jej chcete doplnit, kontaktujte prosím šéfredaktora Paměti národa. (michal.smid@ustrcr.cz)
ქართველი დისიდენტი და მიწისქვეშა მოძრაობის წევრი
ტარიელ ღვინიაშვილი დაიბადა 1960 წლის 22 სექტემბერს საქართველოში, თბილისში. მამამისი, ნიკო ღვინიაშვილი და დედამისი, ვერა ქებაძე, ქართველები იყვნენ. 1980-იან წლებში ტარიელი ანტისაბჭოთა იატაკქვეშა მოძრაობას შეუერთდა, რის გამოც დააპატიმრეს და ურალის მთებში მდებარე ციხეში არაერთი წლის გატარება მოუწია.
სწავლობდა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. როგორც იხსენებს, ჩვეულებრივი ბავშვი იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა, მასწავლებლებიც დადებითად ახასიათებდნენ. სკოლა ძალიან კარგი ნიშნებით დაასრულა. თავად აღარ ახსოვს, თუმცა მასწავლებლები იხსენებდნენ, რომ არსებული რეალობის მიმართ კრიტიკით ბავშვობიდან გამოირჩეოდა.
უნდოდა კინორეჟისორობა, თუმცა პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. ტარიელ ღვინიაშვილი ფიქრობს, რომ მისი შეხედულებები მისმა გარემოცვამ განაპირობა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ანდროპოვის მმართველობის პერიოდში იატაკქვეშა აქტივიზმში უკვე ჩართული იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრების ნაწილი საყვედურობდა, რომ ორგანიზაციაში ისინიც არ გააწევრიანა, თუმცა ეს ადვილი პროცესი ნამდვილად არ იყო.
იატაკქვეშა შეკრებები მალე ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებაში გადაიზარდა. 5-6 პიროვნებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები პროკლამაციებს ღამის საათებში ავრცელებდა, რაც ანდროპოვის მკაცრი რეჟიმის პირობებში ძალიან სახიფათო იყო. ორგანიზაციის არსებობისათვის საჭირო ფინანსებს თავად წევრები აგროვებდნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთმა ახალმა და ძალიან აქტიურმა პირმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ კგბ-ს მოუყვა და 40 წევრზე მეტი, მათ შორის ტარიელ ღვინიაშვილი, ციხეში აღმოჩნდა.
დაკავების შემდეგ 11 თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. ამ პერიოდში ტარიელი მუდმივ ზეწოლას განიცდიდა. გამომძიებელი ითხოვდა, რომ ეღიარებინა დანაშაული და ჯგუფის სხვა წევრებიც ჩაეშვა. პროტესტი არც აქ შეწყვეტილა - ის დემონსტრაციულად ეწეოდა სიგარეტს, რათა გამომძიებელი გაეღიზიანებინა. ამ 11 თვის განმავლობაში ადვოკატი სულ 2-ჯერ ნახა. უმჯობესი იქნებოდა, ეს საერთოდ არ მომხდარიყო, რადგან სახაზინო ადვოკატები კომუნისტური სისტემის ერთგული ერთეულები იყვნენ, რომლებიც იქამდე პროკურორებად მსახურობდნენ და, ბუნებრივია, დისიდენტები სძულდათ.
ტარიელის თქმით, ნამდვილი რეპრესიები მაშინ დაიწყო, როცა სასამართლომ დამნაშავედ აღიარა. თავდაპირველად ადგილობრივ ციხეში მოათავსეს, სადაც ცუდი პირობები იყო, ფიზიკურად ძალადობდნენ, ანტისანიტარიაში აცხოვრებდნენ და ოჯახთან კონტაქტის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ორთაჭალის ციხე საუკეთესო იყო მათ შორის, რომლებშიც სასჯელის მოხდა მოუწევდა.
2 კვირაში ორთაჭალის ციხიდან როსტოვში გადაიყვანეს, საიდანაც მატარებლით ურალის მთებისკენ გააგზავნეს. მატარებელში გატარებული დრო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოგონებაა: ვაგონებში სპეციალური კაბინები იყო, სადაც პატიმარი მთელი მგზავრობის განმავლობაში უნდა მდგარიყო, დაჯდომა და დასვენება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამ გასაჭირის გადასატანად იუმორს მიმართავდნენ და, როგორც ტარიელი იხსენებს, ის მთელი გზა ხუმრობდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ტარიელს ოჯახთან მიმოწერა თითქმის არ ჰქონდა, რადგან თვეში მხოლოდ 2 წერილის გაგზავნის უფლება ჰქონდა და ამ წერილებსაც მშობლები 4-5 თვის დაგვიანებით იღებდნენ. ბანაკში სასჯელს მხოლოდ 70-ე (ანტისაბჭოთა აგიტაცია) და 62-ე (სამშობლოს ღალატი) მუხლებით გასამართლებული ადამიანები იხდიდნენ. რეალურად, აქ მყოფი თითქმის ყველა პიროვნება პოლიტპატიმარი იყო.
ბანაკში პრივილეგირებული კლასი არ არსებობდა, პატიმრები ერთმანეთს თანასწორად ეპყრობოდნენ. იძულებითი შრომა ყოველდღიურობის ნაწილი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები მნიშვნელოვან საქმეს არ აკეთებდნენ, ამ სისტემის მიზანი მათგან სრული მორჩილების მიღება იყო. ისინი, ვინც წესებს არ ემორჩილებოდნენ, ძალიან მკაცრად, საჯარიმო საკნებში გამოკეტვით ისჯებოდნენ, სადაც ადამიანი სიცივისგან თავისუფლად შეიძლება დაღუპულიყო. ასეთ იზოლატორში ტარიელი 4-ჯერ მოხვდა. რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციას, ტარიელი მათაც დასჯილ ადამიანებად თვლიდა და ზოგჯერ ეცოდებოდა კიდეც.
რა თქმა უნდა, ახალი ამბების მოსმენის შანსი არ არსებობდა. ტელევიზორი დღეში მხოლოდ 1 საათით ირთვებოდა და მაშინაც „ვრემიას“ აჩვენებდა. პატიმრები ვერ გაიგებდნენ ჩერნობილის კატასტროფის ამბავს, რომ არა მეცნიერი იური ორლოვი, რომელიც ციხეში იმყოფებოდა და კატასტროფის მასშტაბის კალკულაცია უმცირესი ინფორმაციითაც კი შეძლო.
გორბაჩოვისა და მარგარეტ ტეტჩერის შეხვედრის შემდეგ, ბანაკში პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამ დროისათვის ტარიელ ღვინიაშვილი უკვე დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი მალე დაიშლებოდა. თბილისში სასჯელის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე გადმოიყვანეს და მალევე გაათავისუფლეს.
ტარიელის დაპატიმრება ოჯახისთვის მძიმე დარტყმა იყო. მამამისმა, ნიკო ღვინიაშვილმა, ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი გადაიტანა, ჯანმრთელობა გაუუარესდა და შვილის ციხიდან გამოსვლიდან მალევე გარდაიცვალა. ტარიელმა დისიდენტური აქტივობა მალევე განაახლა და „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ შეუერთდა, რომელთან ერთადაც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა - კერძოდ, მან ლიეტუვაში დაბეჭდა ანტისაბჭოთა გაზეთი „ივერია“ და საქართველოში ჩამოიტანა. კარგად იცნობდა საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომელიც ასევე დისიდენტი იყო და, როგორც ტარიელი იხსენებს, 9 აპრილის ღამეს ათობით ადამიანი გადაარჩინა. სჯერა, რომ მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის სიკვდილი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია იყო და რომ არა ეს, სამოქალაქო ომის არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
საქართველოს გათავისუფლების შემდეგ ტარიელ ღვინიაშვილმა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან“ ერთად მუშაობა გააგრძელა. 1994 წლიდან თანამშრომლობდა „მემორიალთანაც“. საქართველოს სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლა კი მისთვის ირონიული მოვლენა იყო, რადგან ეს უკანასკნელი დისიდენტების წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
ციხეში გაცნობილ დისიდენტებთან ურთიერთობა შეინარჩუნა და ბევრ მათგანთან დღემდე მეგობრობს. 90-იანი წლების შემდეგ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, ცხოვრება საზღვარგარეთ გაეგრძელებინა, თუმცა საქართველოში დარჩენა ამჯობინა. თვლის, რომ ყოფილი დისიდენტი ოფიციალურ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დღემდე ინტერესდება, თუმცა ნაკლებად ერთვება. იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ინდიფერენტული დამოკიდებულებით დისიდენტების მიმართ. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ პერსონალური სარგებელი მისი მოქმედებების მიზანი არასდროს ყოფილა. ყოფილი დისიდენტი არ ნანობს ციხეში გატარებულ წლებს, რადგან თვლის, რომ ბანაკში იმ ადამიანებზე თავისუფალი იყო, რომლებიც იმ პერიოდის თბილისის ქუჩებში დადიოდნენ.
-------------------------------------------------------
Tariel Ghviniashvili was born on September 22, 1960 in Tbilisi, Georgia. His father, Niko Ghviniashvili, and his mother, Vera Kebadze, were both Georgians. In the 1980s, he became involved in the anti-Soviet underground movement, for which he was arrested and had to spend several years in a prison in the Ural Mountains.
He studied at the 31st public school in Tbilisi. He was an ordinary child, had many friends, his teachers described him positively. He finished high school with excellent marks. He doesn‘t remember it himself, although according to his teachers, he first became dissatisfied with the current reality during his school years.
He wanted to become a movie director, but entered the pedagogical faculty. Nowadays Tariel Ghviniashvili thinks, that society around him also was critical towards Soviet system and that fact had impact on him too. During Andropov‘s rule, he was already involved in underground activism. After leaving the prison, he found that some of his friends were angry with him for not bringing them to the underground organization, although he says it was not an easy process.
The underground gatherings soon turned into the distribution of anti-Soviet proclamations. Mobile groups of 5-6 people spread proclamations at night. This was a very dangerous activity, especially under Andropov‘s strict regime. The necessary finances for the existence of the group were provided by the members of the group themselves. Eventually, one of the new and very active members betrayed the underground organization and more than 40 of its members ended up in prison, including Tariel Ghviniashvili.
After the arrest, they spent 11 months in the pre-trial detention center before the trial. During this time, Tariel Ghviniashvili was under constant pressure. The investigator required him to confess and provide information about other members of the group. The protest didn‘t stop there either - he demonstratively smoked a cigarette to annoy the investigator. It is interesting that he saw his lawyer twice in 11 months. It might have been better not to have any contact with these lawyers at all, because they were people loyal to the communist system, who had previously served as prosecutors, and had a negative attitude towards dissidents.
When the court found him guilty, according to Tariel Ghviniashvili, the real repressions started right then. At first, he was in a local prison, the conditions of which seemed harsh. Here he was abused, he lived in terrible unsanitary conditions, he hardly had any contact with his family. But later he realized that Ortachala prison was the best among them, in which he would have to spend time.
Within 2 weeks, they were transferred from Ortachali prison to Rostov, from where they were taken by train to the Ural mountains. The time spent on the train is one of the hardest memories. There were special rooms in which you had to stand, there was no way to sit down and rest. The only way to bear this suffering was to deal with the situation with humor.
During all this time, Tariel had almost no contact with his parents. He was allowed to send only 2 letters a month, and these letters sometimes reached the addressee 4-5 months late. Only people convicted under Article 70 (anti-Soviet agitation) and Article 62 (treason) were in the camp. In fact, almost every one of them was a political prisoner.
There was no privileged class in the camp, prisoners treated each other equally. Forced labor was part of everyday life here, although the work itself was not important, the main thing was the obedience that the system demanded from the prisoner. Those who disobeyed the rules were severely punished by being locked in a special punishment cell where a person could freeze to death. Tariel Ghviniashvili himself was put in such a cell 4 times. As for the prison administration, Tariel thought that they were also punished people and even felt pity for many of them.
Of course, there was no chance to hear the news. The TV was only on for 1 hour a day and even then it was showing „Vremya“. They would not have actually understood the story of the Chernobyl disaster if it were not for the scientist Yuri Orlov, who understood the scale of the disaster even with the meager information.
After the meeting between Gorbachev and Margaret Thatcher, the situation in the camp improved significantly. At that time, Tariel Ghviniashvili was already convinced that the Soviet Union would collapse soon. He was returned to Tbilisi about 2 months before the expiration of his prison term and released soon after.
Tariel‘s imprisonment was a heavy blow for the family. Due to stress, Niko Ghviniashvili had a heart attack, his health deteriorated and he died shortly after his son‘s release. Tariel Ghviniashvili immediately continued his dissident activities with the „Ilia Chavchavadze Society“, He directly participated in the events of April 9, 1989 - He printed the opposition newspaper „Iveria“ in Lithuania and brought it to Georgia. He knew the national hero of Georgia, Merab Kostava, who was a dissident like him, and he remembers that Merab saved dozens of people that tragic night. He believes that the death of Merab Kostava[1] and Zurab Chavchavadze[2] was one of the biggest tragedies, and if it wasn‘t for this, the civil war might have been avoided.
After gaining independence, Tariel Ghviniashvili continued to work with „Ilia Chavchavadze Society“, this time openly and without underground activity. Since 1994, he has been cooperating with the “Memorial” too. The arrival of Eduard Shevardnadze at the head of Georgia was ironic for him, because Shevardnadze was one of the main figures who fought against the dissidents.
He maintained relations with those dissidents with whom he spent years in the camp and is still friends with many of them. After the 90s, he had many opportunities to go abroad and live better, but each time he preferred to stay in Georgia. Tariel Ghviniashvili still thinks that a dissident should not be an official.
He is still interested in the current political processes, although he participates less. He is saddened by the indifferent attitude of the Georgian government towards the dissidents. However, according to Tariel Ghviniashvili, personal benefits were never the goal of his activities. The former dissident does not regret the years he spent in prison either, because he felt freer in the camp than the people walking on the streets of Tbilisi at that time.
[1] Merab Kostava - Georgian dissident; one of the leaders of the National-Liberation movement in Georgia. National hero of Georgia.
[2] Zurab Chavchavadze – Georgian Dissident and politician. One of the leaders of the national independence movement of Georgia.
© Všechna práva vycházejí z práv projektu: Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Příbeh pamětníka v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus (Nodari Kiria)