Následující text není historickou studií. Jedná se o převyprávění pamětníkových životních osudů na základě jeho vzpomínek zaznamenaných v rozhovoru. Vyprávění zpracovali externí spolupracovníci Paměti národa. V některých případech jsou při zpracování medailonu využity materiály zpřístupněné Archivem bezpečnostních složek (ABS), Státními okresními archivy (SOA), Národním archivem (NA), či jinými institucemi. Užíváme je pouze jako doplněk pamětníkova svědectví. Citované strany svazků jsou uloženy v sekci Dodatečné materiály.

Pokud máte k textu připomínky nebo jej chcete doplnit, kontaktujte prosím šéfredaktora Paměti národa. (michal.smid@ustrcr.cz)

Ketevan Loria (* 1926)

When we arrived in Sajavakho, I showed myself out of the train window and shouted ”Mom, I’m leaving” could you imagine my mom’s condition then?

  • Born in 1926, village Meore Nigorzgva, Samtredia district

  • In 1941 she finished school and entered Tbilisi State University, at the faculty of Georgian philology.

  • 1941 she was called up in war

  • Until 1943 she has been serving in Kutaisi

  • Together with her battalion, she was sent to Odesa in 1944 and walked 400km from Odessa to reach Romania

  • In Romania 9th of May in 1945 a phone rung and she heard Stalin’s voice that congratulated victory

  • Since 1948 she has been working as a school teacher in Adjara, where she has been working for 56 years.

  • Got married in 1956

  • Since 2002 she has been living in Batumi together with family

10


ქეთევან ლორია



ინტერვიუერი: ქალბატონო ქეთევან, სად დაიბადეთ და როდის?

ძალიან ნიჭიერი ბავშვი ვიყავი და ჩემი და, რომ დადიოდა სკოლაში, მეც დავყვებოდი და ავითვისე ყველაფერი. სკოლაში, რომ მიედი დამაჯინეს პირველ კლასში და მერე მესამე კლასში არ ყოფნიდათ მოსწავლეები და ამიყვანეს და დამსვეს მე-3 კლასში.

რამდენი ლის იყავით მაშინ?

მაშინ ალბათ ვიყავი 7 წლის, მე-3 კლასში, რომ დამსვეს, მერე დავამთავრე ადრე, მინდოდა სწავლის გაგრძელება და 15 წლის ბავშვს და 14 წლისას კაცი არ მიიღებდა არც უნივერსიტეტში და არც არსად, წავედი, სამტრედიის რაიონიდან ვარ წარმოშობით.

რესპონდენტი: დავიბადე 1926 წელს, მაგრამ მიწერია 1923, 3 წელი მოვიპარე და ამიტომ მოვხვდი ჯარში.



ინტერვიუერი: სამტრედიიდან, რომელი სოფლიდან ხართ?

რესპონდენტი: საჯავახოს სოფელიმეორე ნიგორზღვა. მამით ობოლო, დედამ გამზარდა. მამა არ მახსოვს.



ინტერვიუერი: რამდენი იყავით ოჯახში?

რესპონდენტი: 3 სული: მე, ჩემი და და დედაჩემი. ძალიან მშრომელი დედა მყავდა. წელებზე ფეხს იდგამდა საცოდავი, სხვათა შორის ჩემს სოფელში უმაღლესი არავის დაუმთავრებია. მე მახსოვს მისი დაკოჟრილი ხელები, დაჩხვლეტილი ფეხები, გათენებამდე რომ ადგებოდა, ეზო კარგი გვქონდა, შემოსავლიანი და ფეხით 8 კილომეტრს გადიოდა სამტრედიაში, იყიდიდა რაღაცეებს მოგვიტანდა და ასე გაგვზარდა. კარგი დედა მყავდა და 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინტერვიუერი: ე. ი. სკოლა სად დაამთავრეთ, სამტრედიაში?

რესპონდენტი: არა. მაშინ 7 კლასი იყო, დავამთავრე საჯავახოში და მერე გავაგრძელე სწავლა ლანჩხუთის პედაგოგიურ სასწავლებელში. კარგი მოსწავლე ვიყავი იქაც და კარგი დირექტორი მყავდა. ჩვენ გაგვანაწილეს ხულოში, ჩანჩხალოში სადღაც და ჩემმა დირექტორმა თქვა, რომ ამ ბავშვებს მე ხულოში, ჩანჩხალოში ვერ გავუშვებო. მაშინ სამი წელი უნდოდა სტაჟი, რომ წასულიყავი და გესწავლა. გაგვათავისუფლა დირექტორმა და წავედი თბილისში, ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს იყო 1941 წელი, ომი ახალი დაწყებული იყო და მერე იქიდან გოგონები წაიყვანეს ომში და წავედი მეც. სხვათა შორის არ წავსულვარ თვალცრემლიანი.

ინტერვიუერი: იძულებით წახვედით, თუ თქვენი ნებით?

რესპოდენტი: არა, იძულებით არა. გამოგვიძახეს სამხედრო კომისარიატში და მკითხეს: გინდა ომში წასვლა? რუსულად მელაპარაკებოდა და მე უცბად წარმოვიდგინე, რომ დედაჩემი მარტო დარჩება და რა ეშველება მეთქი, ჩემი და გათხოვილი იყო და ვუთხარი არა მეთქი. მერე ცოტა მკაცრად მითხრა, მე ვუთხარი ვერ გავიგე რუსული ლაპარაკი მეთქი და როგორ არ მინდა-თქო. სხვათა შორის არ წავსულვარ თვალცრემლიანი, მე იმდენად მიყვარდა ჩემი ქვეყანა, იმხელა პატრიოტი ვიყავი, რომ ვიცოდი, რომ სადღაც ჩემი სუსტი მკლავით დიდ კედელს ერთი პატარა აგური დაედებოდა და აღფრთოვანებით, რომ გითხრა არა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი წავედი.

ინტერვიუერი:თბილისში რაზე სწავლობდით, რომ ჩააბარეთ?

რესპონდენტი: ფილოლოგიურზე. სხვათა შორის აკაკი შანიძე ჩემი სოფლიდან იყო, ფაყუდია სოფელი და იქედან იყო და რომ წავედით ჩვენ და მივედით უნივერსიტეტში 30 ივლისი იყო და 1 აგვისტოს იწყებოდა გამოცდები. კარგი მეგობარი მყავდა, დასავით ვიყავით, მივედით და ვათვალიერებდით სიებს და ვნახე, რომ ფიზკულტურულზე იყო ადგილი. მოვიდა ვიღაც დაბალი, კაი კაცი და გვკითხა რა გინდათო თქვენ, ჩვენებური აქცენტით. სად დაამთავრეო შენ, მკითხა. მისი და ცხოვრობდა ჩვენს სოფელში, ჩემი ნათლია იყო. მე არ ვიცოდი ვინ იყო აკაკი შანიძე. ოლღა შენთან ცხოვრობსო მკითხა, ჩემი ნათლიაა მეთქი ვუპასუხე. მერე წაგვიყვანა სამდივნოში ორივე, პროფესორი იყო, უაღრესად განათლებული, დიდი მეცნიერი და სად გინდათო გვითხრა, ფილოლოგიურზეო ვუთხარით და შეიყვანეთ ეს ბავშვები სიაშიო. 2-ში მოგვიწია ქარულის წერა და გამოცდაზე ვწერეთ გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედების ორი პერიოდი და არ მოვიდა იქაც, დავწერე და მივედით მერე ზეპირი გამოცდისთვის და სიაში ვიყავი გამოკრული, კი მივიღე ხუთიანი, კინაღამ გადავირიე (იცინის). გავედი ზეპირში გამოცდაზე და ერთი ჩავლეიშვილის გოგო აბარებდა ჩვენთან. მანჯგალაძე იყო გამომცდელი, ძალიან მკაცრი და ეკითხება ამ ჩავლეიშვილის გოგოს, ვინ დაწერა „კაცია ადამიანიო“. მე ადგილზე ვხტუნავდი, რაგინდა გოგონაო მკითხა. მე ვიცით-თქო და ვუთხარი, ამას ვინ ვერ ეტყოდა. მე ქართული ენა მიყვარდა ძალიან, ახლაც მიყვარს. ის იყო ენის სპეციალისტი. ლიტერატურა კარგად იციო მითხრა და აბა მოდი ეხლაო. მივედი ავიღე ბილეთი და შემხვდა სერიები. ვიცოდი გადასარევად და ყველაფერი ჩამოვუჭიკჭიკე. მერე კიდე მკითხა რაღაცეები, გვარი რამდენიაო. ყველაფერი ვუთხარი გადასარევად და ხუთიანი, კარგი გოგო ხარო მითხრა და გამომიშვა. ისტორიის გამოცდა მქონდა და სიცხე მქონდა 39, მაინც მივედი. ამაშუკელის ქალი იყო გამომცდელი, მივედი და ავიღე ბილეთი და დავიწყე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ ბავშვი ვიყავი და 39 მქონდა სიცხე და მეუბნება, რომ სამიანს გიწერო. მე ვუთხარი მე ყველაფერი ვიცი, შემეკითხე კიდე-მეთქი. არაო მითხრა. ამ დროს შემოვიდა ბიკენტი სულავა, რომელიც ჩემს დროს ასწავლიდა სკოლაში და მერე გადაიყვანეს თბილისში, უნივერსიტეტის პარტორგანიზაციის მდივანი იყო. შემოვიდა და მიცნო, მე საჯავახოში 7 კლასი დავამთავრე. ამას რა უნდა აქო. გოგონამ ვერ უპასუხა და არ უნდა სამიანიო უთხრა ამაშუკელმა. ეს გადასარევი ბავშვიაო და აბა შეეკითხეთ ისევ ის კითხვები, რით არ დარჩით კმაყოფილიო. დამისვა განმეორებით და ვუთხარი. არა ქალბატონო ლუბა, ამას მე სამიანს არ დავუწერდიო. თქვენ თუ ხუთიანს ვერ იმეტებთ მე ოთხიანს დავუწერდიო და დამიწერეს 4. ასე დავაგროვე 14 ქულა. მერე კიდევ მქონდა გამოცდა, მგონი საზოგადოებათმეცნიერებაში, ჩავაბარე და ჩავირიცხე. მერე ომმაც მომიწია და ეგ გითხარით.

ინტერვიუერი: ე. ი. პირველ კურსზე იყავით რომ წაგიყვანეს?

რესპონდენტი: კი პირველზე. იქიდან, რომ წამოგვიყვანეს, ჩამოგვიყვანეს ბათუმში. 40 დღე ვიყავით ბენზაში, კარანტინში, მერე გაგვანაწილეს ქუთაისში.

ინტერვიუერი: მარტო გოგონები იყავით?

რესპონდენტი: კი, მარტო გოგონები ვიყავით. ხელმძღვანელები იყვნენ კაცები. ჩვენ შევცვალეთ მამაკაცები. მამაკაცები გაუშვეს ფრონტზე და ჩვენ ვიყავით სათვალთვალო პუნქტებზე, ტელეფონისტები, 4-5 გოგო ვიყავით ერთად და ერთი მამაკაცი ხელმძღვანელი. ქუთაისიდან გაგვანაწილეს პერიფერიებში. ქუთაისში არის მახლობელი სოფელი მექვენა, მე იქ მომიწია ყოფნა და კიდევ 5 გოგო იყო ჩემთან ერთად და ერთი მამაკაცი ხელმძღვანელი. ქუთაისში დავყავით დაახლოებით 5 თვე, მერე გაგვანაწილეს რაჭის რაიონში, სოფელი ღვირიშში, სხვათა შორის კომპიუტერში ვნახე ეგ სოფელი, და იქ ვიყავით დაახლოებით ერთი წელი.

ინტერვიუერი: რას აკეთებდით იქ?

რესპონდენტი: ”ტელეფონისტკა” ვიყავით და სათვალთვალო პუნქტი იყო იქ. არ უნდა გამოგვპარვოდა მტრის თვითმფრინავი. დაფრინავდნენ იქ და ჩვენ ვარკვევდით მის კურსს, საით მიფრინავდა, მისი სიმაღლე რამდენი იყო. ამას ყველაფერს გადავცემდით და მერე თუ საჭირო იყო გაიხსნებოდა ცეცხლი. იქ ღვირიშში დაახლოებით მგონი 1 წელი ვიყავი, ისეთი კარგი მეზობლები გვყავდა ღვირიშში, ვეცოდებოდით პატარა ბავშვები და გვამარაგებდნენ ხილით და სოფლის პროდუქტებით.

ინტერვიუერი: რამდენი წლის იყავით მაშინ?

რესპონდენტი: მაშინ მეთვრამეტეში ვიქნებოდი, მეტი არა. ბავშვი ვიყავი. გამოგვიძახეს ქუთაისში და დამსვეს ტელეფონისტად შტაბში. ეს იყო 1943 წლის მეორე ნახევარი. დიდი ზამთარი იყო. დავდიოდით შტაბში აქეთ-იქით. შემდეგ უკვე 1944 წლის აგვისტოს დამდეგს მოვიდა ბრძანება, რომ ეს ასეული ბატალიონი, ქუთაისში რომ იყო, დაშლილიყო და ჩამოგვიყვანეს ისევ ბათუმში. მიგვიყვანეს ბენზეში და იქ იყო პატარა კოტეჯები და იმ კოტეჯებში რამდენიმე ხანი ვიყავით. მერე მოვიდა ბრძანება, ჩამოდგა ეშალონი, ჩაგვსვეს შიგ. საცოდავი დედაჩემი ბათუმში იყო, რომ ჩამოგვიყვანეს გავაგებინე და ჩამოვიდა. ბენზეში, რომ ვიყავით, როგორ მეცოდება, მეტირება რომ მახსენდება. მეუბნებოდა, დედა სად მიხვალ შვილო [.....](ტირის), სად მიხვალ შვილო, რატომ მტოვებ დედა მარტო (ტირის). ისე მეცოდებოდა ჩემი დედა ამ დროს, ვერ წარმოიდგენთ. იმ დღეს ჩემს ნათესავთან დარჩა და მეორე დღესაც უნდა ვენახე, მაგრამ ვერ მნახა, იმ ღამეს ჩაგვსვეს ეშალონში, მაგრამ ეშალონი იმ დღეს არ წასულა, ჩემმა ნათესავმა, შურა ერქვა, კარგი ქალი იყო, გაიგო როდის გადიოდა ეშალონი და დაურეკა დედას, თუ შეუთვალა დედაჩემს, რომ ამ დროს გადისო და დახვდი საჯავახოშიო. საჯავახოს ვერ აუქცევდა გვერდს მატარებელი. გავედით ღამის პირველ საათზე. ვიცოდი, მითხრა შურამ (ნათესავი), რომ დედაშენი იქნება სადგურშიო. რომ ჩავაღწიეთ საჯავახოში, გადმოვყავი ეშალონიდან თავი, მომკიდა უკან ვიღაცამ ხელი და დედაჩემს დავუძახე: დედა, დედა, მივდივარ-მეთქი. (ტირის). რა დღეში ჩავარდა დედაჩემი ვინ იცის, წარმოიდგინეთ გოგო, პატარა ასაკის, მოკლე კაბიანი, ხაკისფერი ”იუბკა”, „ბუშლატა“ და მიდის სადღაც.

ინტერვიუერი:დაინახეთ დედათქვენი?

რესპონდენტი:ვერა, ვერ დავინახე. დედამ გაიგონა ჩემი ხმა, მაგრამ საჯავახოში ჩაბნელებული იყო ყველაფერი, მაშინ ხომ იცით ”მასკიროვკები” იყო ყველგან, ჩავედით პოდოლსკში, პოდმოსკოვიე, იყინებოდა ყველაფერი და მოვიდა პოდოლსკში ბრძანება, რომ უკან დააბრუნეთო. დაგვაბრუნეს უკან, წამოვედით პირდაპირ და ჩავედით ოდესაში. ეს იყო 44 წლის აგვისტოს დასაწყისი. იქ ოდესაში მოვიდა ბრძანება, რომ ჩვენი ბატალიონი უნდა წასულიყო საზღვარგარეთ. გამოგვიყვანეს, გადაგვთვალეს, დაგვაწყვეს და ფეხით რუმინეთში. ოდესიდან რუმინეთამდე არის 400 კილომეტრი. თქვენ წარმოიდინეთ აგვისტოს სიცხე. მივდივართ, ჩვენ წინ გავლილი არის მებრძოლები, ჯარი, ომი, უბედურება, ერთმანეთში არეული სისხლი, მტვერი, სიცხე. მოდის ღვართქაფად ოფლი, წყალი არსად არაა და პირი, რომ გაგვესველებინა, ენას გამოვყოფდით, მარილიანი ოფლი დაეწვეთებოდა ენაზე და... აი ასეთი მგზავრობა გვქონდა.

ინტერვიუერი: რამდენი ხანი იარეთ?

რესპონდენტი: თითქმის აგვისტოს დამლევამდე. გადავედით მოლდავეთში და ვნახეთ, დამაზრიალა ახლა, ჩვენი საზღვრის მაჩვენებელი ”სტოლბა” წაქცეული. რა დღეში ჩავარდით, რომ იცოდეთ. ისე გვეტკინა, მეტი, რომ არ შეიძლება მარა... რომ გადავიარეთ მოლდავეთი და მივედით რუმინეთის ტერიტორიაზე, ვასილევსკი იყო ჩვენი პოდპოლკოვნიკი, ბატალიონის უფროსი, ისეთი კაცი იყო, რომ თავზე დაგვფოფინებდა გოგოებს, იცოდა ვინც ვიყავით, დაიქ შემოგვაგება მანქანები. ვიყავით მშივრები, დაჩაჩანაკებულები. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, მოლდავეთში, რომ მივდიოდით, იყო ვენახები, (სხვათა შორის მოლდაველები მეღვინეობას მისდევენ) და დავწექით ამ ვენახებში ღამე, გავხედეთ და ვნახეთ ყურძენი, დავკრიფეთ ეს ყურძენი და ვჭამეთ ბავშვებმა. დილით ძლიან ადრე წამოვცვივდით და მივედით მდინარეზე, მგონი დნესტრი იყო, გავიგრილეთ იმაზე და დავინახეთ მტრებით სავსე მდინარე, არეულები იყვნენ, ჩვენებიც იყვნენ, გერმანელებიც და იქ ხომ არ გავჩერდებოდით და წამოვედით. ხოდა რომ შემოგვაგებეს მანქანები დატვირთული საჭმლით, სასმელით და გადავედით რუმინეთის ტერიტორიაზე. ვიარეთ რამდენიმე ხანი, მგონი ერთი „სუტკა“, ღამე არ დაგვიძინია და ჩავედით რუმინეთის მთავარ ქალაქ გალაცში. ისეთი კარგი ქალაქი, გადასარევი. ერთი დიდებულის, „კუპეცის“ ეზოში შეგვიყვანეს, გადასარევი სასახლე, მოწყობილი, ეზო გაზონებით და შევედით. მარტო მოსამსახურეები იყვნენ დარჩენილები. სხვათა შორის მაშინ ესეთი წარმოდგენა იყო, ჩვენ ხომ ქართველებად არ ვიხსენიებოდით მაშინ, რუსეთის არმიაში შევდიოდით, რომ რუსები იყვნენ რქიანები და მოსამსახურეები მოდიოდნენ და გვისვამდნენ ასე ხელს. ჩვენ ვეკითხებოდით, ძალიან კარგად იციან რუმინელებმა რუსული და ვეკითხებოდით, რა გინდათო და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რუსები რქიანები არიანო. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართო, იმათთან კარგად ვიყავით ძალიან. მაგრამ ხომ იცით რუსები როგორი ალქაჯები არიან, ამ ოჯახს შეესივნენ, დაამტვრიეს, დაამსხვრიეს ყველაფერი ოჯახში. ერთი ქალი ამბობდა, რას უშავებს, მოიხმარონ, რატომ ამტვრევენო, გული შესტკიოდა. გალაცში კაი ხანი ვიყავით, მომარაგება ყველაფერი კარგი იყო, გამოგვიცვალეს, კარგი ჩასაცმელი მოგვიტანეს, საბჭოთა კავშირში ხომ იცით, მაშინ ცოტა ამპარტავანი მთავრობა ყავდა და არ უნდოდათ, რომ საზღვარგარეთ ენახათ სტალინის ჯარისკაცები უდად ჩაცმული, სტალინი ძალიან მიყვარდა, ახლაც მიყვარს და გამოგვიცვალეს, კარგად ჩაგვაცვეს. მერე გაგვანაწილეს ქალაქებში, მე მომიწია ქალაქ კეკუთში, კარგი ქალაქია. იქ ვიყავი ტელეფონისტად, ეს უკვე 44 წლის სექტემბერია, ომი დასასრულს უახლოვდება. კეკუთშიც კარგი პირობები გვქონდა, იქაც მდიდრის ოჯახში ვცხოვრობდით. სხვათა შორის ძალიან მშრომელი ხალხია რუმინელები და ერი კეკუთში, მოგაგონებთ საქართველოს, ასეთი მთაგორიანი, ასეთი მოსავალი. კვლებად გაკეთებული, სიმინდი დათესილი, სოიო დათესილი, რა არ ჰქონდათ ვერ წარმოიდგენთ. მოქონდათ ჩვენთან საჭმელი, კარგი ურთიერთობა გვქონდა და ამასობაში მიიწურა 44 წელი და დადგა ბედნიერი 1945 წელი. ვართ შტაბში, ვიღებთ ცნობებს, ვიცით, რომ მიდის ჩვენი ჯარი. სტალინმა ადრე იწინასწარმეტყველა, 41 წლის 3 ივლისს სტალინი გამოვიდა სიტყვით და მიმართა მის თანამემამულეებს: ჩემო შვილებო, ჩემო თანამემამულეებო, თქვენ მოგმართავთ, სამშობლო განსაცდელშია, (მტერი ორჯონიკიძეში იყო მოსული), მტერი კარს მოგვდგომია, მაგრამ გამარჯვება ჩვენი იქნება, მტერი საკუთარ ბუნაგში იქნება განადგურებულიო. და არ აახდინა. მივიდა ჩვენი ჯარი, გერმანიის საზღვარზე გადავიდა, მიიწევდა წინ რაიხსტაგისაკენ. გათენდა, დადგა 9 მაისის ღამე, ტელეფონზე მე ვარ მორიგე, განთიადია, მოდის ზარი, მაგრამ როგორი იცით, გლეჯს ყველაფერს, ისეთი ზარი, ავიღე ყურმილი და სტალინის ხმა, მე მივიღე სტალინის მოლოცვა, ქეთევან ლორიამ, კეკუთში, დილის 7 თუ 8 საათი იყო, მივიღე სტალინის მოლოცვა, რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა, მტერი საკუთარ ბუნაგში განადგურდა, რაიხსტაგზე ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ აიტანა გამარჯვების დროშა (ტირის)... იმის მერე რა იქნებოდა წარმოიდგინეთ, ვინ ვის კოცნიდა, ვინ ვის ეხვეოდა, ვინ რას ულოცავდა, არ ვიცი. გაიშალა უშველებელი მაგიდა, იყო ცხრათვალა მზე, აჩახჩახებდა მზე ყველაფერს. ვიქეიფეთ, დავლოცეთ გამარჯვება და დავლოცეთ „ბესარიონოვიჩი“, გადავუხადეთ მადლობა, რომ მისის სიტყვა, 3 ივლისის გამართლდა და მტერი საკუთარ ბუნაგში განადგურდა. იმის მერე კეკუთში დავყავით სამი თვე, აგვისტოში ჩამოვედი. სხვათა შორის, რომ გამოგვიშვეს, რით არ დაგვტვირთეს, ყველაფერი, შაქარი გინდა, პურის ფქვილი, მაკარონი, ვერმიშელი, ყველაფერი იმდენი მოგვცეს, ახალ-ახალი ტანსაცმელი, ჩექმები, შინელი, ის შინელი მერე პალტოდ გადავაკეთე, რომ წამოვედი და სტუდენტობა გავაგრძელე. აგვისტოს დასაწყისში ჩამოვედი, ერთი წითელი ჩემოდანი მქონდა, იმ ჩემოდნით წავედი ომში და იმ ჩემოდნით ჩამოვედი. რომ ჩამოვედით თბილისში ისე კარგად შეგვხვდა მჟავანაძე, განსაკუთრებული ”ტრამვაი” მოიყვანა ჩვენთვის სადგურში. მყავდა ერთი მეგობარი, თანამებრძოლი გალინა სიხარულიძე, ერთად ვიყავით სულ. ის იყო ჩემი პატრონი, მე პატარა ვიყავი ასაკით და ეს გოგო, რომ მოიკიდებდა ჩემს აირწინაღს, როცა მივდიოდით ფეხით რუმინეთში, თოფს და რაღაცეებს, დატვირთული მიდიოდა საცოდავ, ისე მპატრონობდა. ჩამოვედით თბილისში, გაჩერდა მატარებელი და გადმოვედით. ბიძაჩემი იყო ომში და დაჭრილი მოდიდა თბილისში თურმე. მამაჩემის ნახევარძმა იყო, იმან იცოდა, რომ მე ომში ვიყავი და დაიძახა ქეთევან ლორია ხომ არ არის აქო. კითხეს მერე ალბათ ვინაა ქეთევან ლორიაო და ჩემი ძმიშვილიაო და შევხვდით ბიძია და ძმიშვილი ერთმანეთს.

ინტერვიუერი: სადგურზე შეხვდით ერთმანეთს?

რესპონდენტი: კი, სადგურში ბაქანზე. გადავეხვიეთ ერთმანეთს. დაჭრილი კი იყო, მაგრამ კარგად იყო, მოდიოდა ოჯახში მისი ფეხით. იქ ხო მოგვიყვანეს ”ტრამვაი” და წავედით ჩემი მეგობრის დასთან, გალინას დასთან, საღამომდე გავჩერდით, იქ დავიბანეთ, გამოვიცვალეთ, გვაჭამა რაც ქონდა, ჩვენ ჩვენი გვქონდა, ძეხვი გვქონდა, შაქარი გვქონდა, პური გვქონდა, მერე გამოგვაცილა მატარებელზე და მოვდივარ დედაჩემთან. ჩავჯექით მატარებელში და ყველა გვეფერებოდა. ახლა არ უნდივართ თორემ (იცინის) მაშინ ხელისგულს გვიშლიდნენ. გალინა დარჩა თბილისში, თავის დასთან. ჩამოვედი საჯავახოში, გაჩერდა მატარებელი და გადმოვედი ჩემი წითელი ჩემოდნით. იქ დედაჩემის მეგობარმა, ვერამ დამინახა და გამოვარდა, შენ ქეთინო ხარ გოგოო, კი ვერა მე ვარ-თქო. გამომართვა ჩემოდანი, დაიდო მხარზე და ატარა სოფლამდე, როგორ წამოვიდა მიკვირს, ამოვიდა თურმე სოფელში, მე ნელ-ნელა მოვდიოდი, დედამ იცოდა, რომ ომი დამთავრდა და მე ჩამოვედი, მელოდებოდა. ვერა წინ მიდიოდა შუკაში. დედაჩემიც მოდიოდა თურმე და შეხვდა ამ ვერას, ვერამ უთხრა თურმე დედაჩემს, ეს გზა ხომ გადამიყვანს ღელეზეო, დაინახა ეს წითელი ჩემოდანი დედაჩემმა და იცნო, ვისია ვერა ეს ჩემოდანიო, მოდის შენი შვილიო. რა დღეში ჩავარდა დედაჩემი. ამოვედი და....ჩხირი, მარტო მისი ლამაზი თვალები ჰქონდა შერჩენილი და მეტი არაფერი. სახე დანაოჭებული, ადრიანად მოხუცებული. პირველი სიტყვა იყო: დედა აწი ხომ არ წახვალო (ტირის). არა დედა, აწი არსად არ წავალ, აწი სახლში ვიქნები მეთქი ვუთხარი. ჩემი და და დისშვილები ჩვენთან იყვნენ, ყველაფერი დაპრიალებული, დაწკრიალებული, გამორბიან ბავშვები, დისშვილები, პატარები დავტოვე და გაზრდილები, დეიდა და დეიდა, მორბიან ბავშვები, ჩემი და და შევხვდით ერთმანეთს. მივედი, მივიტანე სახლში, არაფერი არ ქონდა დედაჩემს, ამით მოითქვა სული. აგვისტოს მიწურულია და გამოვუცხადე ნინას, დედა სწავლა უნდა გავაგრძელო მეთქი. მე რით გასწავლოო მითხრა, არაფერი არ გამაჩნიაო. მე ვუთხარი, რომ მე კარგად ვისწავლი და სტიპენდია მექნება მეთქი და მე მოვუვლი ჩემს თავს-მეთქი. დამეთანხმა დედა და წავედი თბილისში ერთი კვირის მერე. მნახა კიდევ ჩემმა აკაკიმ. ისე ჩამეხუტა, ჩემი მეორე ქალიშვილი ხარო მითხრა. ხომ აგრძელებ სწავლასო მკითხა. კი მეთქი ბატონო. მე ბატონი არ ვარ, მე შენი მონა-მორჩილი ვარო მითხრა. ხელისგულზე მატარებდნენ. სამი გამოცდა მქონდა განსხვავებული, მე რას მკითხავდნენ, შევედი გამოცდებზე და დამიწერეს ნიშნები, მესამე კურსზე დავჯექი. დაიწყო სწავლა და დავიწყე სწავლა. შინელი მქონდა-თქო გითხარით, მამიდა მყავდა მკერავი, მივუტანე ის შინელი და გადავაკეთებინე პალტოდ. ყველა მე მიყურებდა, რა კარგი პალო გაცვიაო, იმ პერიოდში ჩემი მეზობლის ბიჭი იყო ავად და მოკვდა. დედაჩემი იყო მის გასვენებაში და რომ ბრუნდებოდნენ სასაფლაოდან, მეზობლის ქალმა უთხრა, რომ მარტო რა უნდა აკეთო სახლშიო და ამაღამ ჩემთან დარჩიო. დედაჩემიც დარჩა იქ. იმ ღამეს გაქურდეს ჩემი სახლი თურმე და წაიღეს ყველაფერი რაც რამე გვებადა, მათ შორის ის ჩემი პალტოც გააყოლეს. გადავიდა დედაჩემი დილით და რო ნახა ცუდად გახდა, მომწერეს დეპეშა დედაშენი ცუდად არისო და ჩამოვედი მეც, ხომ უნდა მომევლო დედაჩემისთვის. ფული არაფერი არ მქონდა, სტიპენდია კი მქონდა მარა მაშინ არ იყო სტიპენდიის დრო. ჭაჭა გვქონდა ქვევრში, არაყი უნდა გამოგვეხადა, მომეხმარე ეს ქალი, ვისთანაც დედამ ღამე გაათია. დედას არაფერი აღარ ქონდა, ჩასაცმელიც არ ქონდა, გამოვხადეთ არაყი და წავედით სამტრედიაში. არ ვიცი გაყიდვა, მოვიდა ვიღაცა ებრაელი, შეგვევაჭრა და ვუთხარი ამ ჩემს მეზობელს, რომ მივცეთ მეთქი და მივეცით რამდენიც იყო. ვუყიდე დედას ჩასაცმელი და წამოვედით. დედა ავად იყო და ჩემი თბილისში დარჩენა არანაირად არ შეიძლებოდა. ჩავედი თბილისში საბუთების გადმოსატანად, სწავლისთვის თავის დანებება ერთი წუთითაც არ მიფიქრია. აქ 4 წლიანი იყო გახსნილი ფილოლოგიური, ბათუმში და აქ გავაგრძელებ-მეთქი. ჩავედი თბილისში და რომ მოვითხოვე საბუთები აკაკი მეხვეწა, დარჩიო და მე შენგან ქალს გავხდიო. არ შემიძლია-მეთქი ბატონო, არავინ არ ყავს დედაჩემს მეთქი იქ და არც იმის საშუალება გვაქვს, რომ ყოველ კვირას თბილისში ჩამოვიდე და წავიდე მეთქი, ამას სახსრები უნდა-თქო ვუთხარი. კარგიო მითხრა, ბათუმში კარგად ისწავლი ვიციო მითხრა და წამოვედი ბათუმში. ვლადიმერ ქემხაძე იყო ინსტიტუტის რექტორი, ძალიან კარგი კაცი, რომ უნდა მივსულიყავი ჩავიცვი სამხედრო ტანსაცმელი: ”იუპკა” და ”გიმნაზიორკა”, გადავიჭირე ქამარი და მივედი. გავაღე კაბინეტის კარები, რაღაცას წერდა და ვკითხე, შეიძლება მეთქი? არაო გამიქნია თავი და მერე ამომხედა და რომ დამინახა ფორმიანი, მოდი, მოდი, მოდიო მითხრა. მიმიღო კარგად, საბუთები ვუჩვენე და დამთანხმდა. დავჯექი მესამე კურსზე, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. გავაგრძელე სწავლა, სხვათა შორის მაშინ დახმარება მოდიოდა ყველანაირი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვა რაღაცეები მოდიოდა სტუდენტების დასახმარებლად და ვინც ომში ვიყავით ნამყოფი, წინა პლანზე ვიდექით ყოველთვის, ყველაფერს გვაძლევდნენ, პურის ტალონებს გვაძლევდნენ. ვღებულობდით 800 გრამ პურს. ფული რომ გაგვითავდებოდა გამოვიტანდი ამ ტალონებს ბაზარში და გავყიდიდი. ძვირი იყო პური. იმ დღეს მშიერი ვიყავი პურს, რომ გავყიდიდი. მეორე დღეს ავიღებდი იმ ფულს და ასე ვაგრძელებდი. 48 წელში დავამთავრე, გამანაწილეს ბათუმის რაიონის სოფელში, მეჯინის წყალი, ფილოლოგიის მასწავლებლად. დავიწყე პედაგოგობა. არ ვიყავი ცუდი პედაგოგი. ერთ სკოლაში გავატარე 56 წელიწადი, ვიმუშავე.

ინტერვიუერი: იმ სოფლის სკოლაში?

რესპოდენტი: კი, 56 წელი იმ სკოლაში. არსად ადგილი არ მომიცლია, თავის ქებაში არ ჩამომართვათ და არ დამკლებია არც დამსახურება, არც წარჩინება, არც ჯილდოები და ძალიან კარგად მიმიღო სოფელმა, 56 წელს, რომ გაატარებ სოფელში, ის შენი სოფელია და მეც ძალიან მიყვარდა. 2002 წელში წამოვედი ჩემი სკოლიდან, იმის მერე ვარ ოჯახში. ერთი შვილი მყავს, კარგი ცოლ-შვილი ყავს. არ მიყვარს სიტყვა რძალი, ჩემი ქალიშვილია ისიც.

ინტერვიუერი: როდის დაოჯახდით და სად გაიცანით თქვენი მეუღლე?

რესპონდენტი: ჩემი მეუღლე გავიცანი ბათუმში. ლექტორი იყო სხვათა შორის. კარგი კაცი.

ინტერვიუერი: რომელ წელს გათხოვდით?

რესპონდენტი: 1965 წელს მგონი. ერთი ბიჭი გვყავს, მეტი შვილი არ გვყოლია. გავზარდეთ ესე, საშუალო ჩემთან დაამთავრა, ნიჭიერი ბავშვი იყო, მაგრამ ზარმაცი.

ინტერვიუერი: ბათუმში ცხოვრობდით თუ იმ სოფელში, რომ გათხოვდით?

რესპონდენტი: აქ ვცხოვრობდით სულ.

ინტერვიუერი: მეუღლე როდის გარდაიცვალა?

რესპონდენტი: მეუღლე გარდაიცვალა 2006 წელში. ქართულის გამოცდაზე ფილოლოგი იყო ჩემი ასისტენტი და რომ შემოვიდა ჩემი შვილი გამოცდაზე ვიფქრე, რომ ეხლა ამან არ თქვას, რომ აქ იმიტომ დაჯდა კაი ნიშანი დაუწეროსო თვის შვილს. ავდექი და გამოვედი და ვუთხარი, რომ შალვა გამოცადეთ თქვენ. აიღო თურმე ბილეთი, საზეპიროები კი ჩააბარა, უყვარდა ეგ, მაგრამ წინადადება, რომ წაიკითხა, თურმე იყო გადააკეთეთ მარტივ წინადადებად და უთხრა მასწავლებელს, რომ ეს წინადადება მარტივად არ გადაკეთდებაო. ნახა და მე შემშლია თურმე, უთხრა მერე, რომ შენ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ გოჩაო და დაუწერა ხუთიანი (იცინის). რომ გამოვიდა შალვა, შენ გაჯობა შენმა ბიჭმაო მითხრა, რატომ-მეთქი და ნახე შენი წინადადება რა შეცდომით არისო, გამოიცნო ბავშვმა, ეს არ გადაკეთდებაო და ამიტომ დაუწერე ხუთიანიო.

ინტერვიუერი: თქვენი მეუღლე რა პროფესიის იყო?

რესპონდენტი: ისტორიკოსი იყო. ძალიან ნიჭიერი კაცი.



ინტერვიუერი:უნივერსიტეტში მუშაობდა?

რესპონდენტი: უნივერსიტეტში კითხულობდა ლოგიკას.



ინტერვიუერი: რა გვარი იყო?

რესპონდენტი: დავითაძე.



ინტერვიუერი: უნივერსიტეტში შეხვდით ერთმანეთს?

რესპონდენტი: ჯერ მასწავლებელი იყო სკოლაში, იქ გავიცანი.



ინტერვიუერი: დედათქვენი სოფელში დატოვეთ თუ თან წამოიყვანეთ როცა მუშაობდით?

რესპონდენტი: თან წამოვიყვანე, აქ გარდაიცვალა დედაჩემი. ჩვენ ისე ეკონომიურად ვცხოვრობდით, რომ დედა, რომ დადგებოდა იქეთ და გამოივლიდა, იტყოდა: ამას თუ მოვესწრებოდი ნამდვილად არ მეგონაო. დედაჩემი ყოველთვის ეკონომიურ მდგომარეობას განიცდიდა, აქ რო წამოვიყვანე და მუშაობა, რომ დავიწყე აღარ განიცდიდა ამას. ვიცოდი როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება, როგორ დაიჩაგრა მისი ახალგაზრდობა, 25 წლის იყო თურმე მამაჩემი რომ მოკვდა. იმის მერე, გითხარით წეღან, მახსოვს მისი დაკოჟრილი ხელები, დაჩხვლეტილი ფეხები, რომ დაიდგამდა მხარზე ვეებერთელა კალათას, წავიდოდა სამტრედიაში, იყიდიდა რაღაცეებს, მოგვიტანდა და მერე კოლმეურნეობაში, რომ მიდიოდა სამუშაოდ. ასე გაგვზარდა. აქეთ, რომ წამოვიყვანე მერე, აღარ უგრძნია მას არ ქონება, ყველაფერი ჰქონდა. მე კარგი ხელფასი მქონდა, დატვირთული ვიყავი და ვცხოვრობდით მერე მშვენივრად.

ინტერვიუერი: ძალიან საინტერესო იყო თქვენი ცხოვრება, დიდი მადლობა.